გერმანია საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი 11 ქვეყნისთვის ხსნის. მათ რიცხვში საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
საქართველოს, ავსტრალიის, კანადის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეები გერმანიაში შესვლას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ.
ქვეყანა საზღვრებს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ჩინეთთანაც გახსნის – ოღონდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ქვეყნები გერმანიას თავადაც გაუხსნიან საზღვარს.











