fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

08:10 აპრილი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
814
ნახვა

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმებას ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმება ითვალისწინებს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე გაივლის.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს 1 000-მდე მოქალაქე შეძლებს ისრაელში ჩასვლას და მუშაობას.

ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას განცხადებით, შეთანხმების საფუძველზე, შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, ისრაელში დასაქმდნენ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით.

ამასთან, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება სრული განაკვეთი.

„კერძოდ, კვირაში ექვსი სამუშაო დღე, კვირაში 42 საათი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5 300 შეკელი (2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, არის 1 600 აშშ დოლარის ექვივალენტი).  ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში, მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე; სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება 1 000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე;

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება – საშუალო სკოლა დამთავრებული; სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25-დან 45 წლამდე; სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლობის არმქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს „კოვიდ-19“-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად (აღნიშნული მოიცავს „კოვიდ-19“ ვაქცინაციის ორი დოზის ჩატარებას, სამი კვირის შუალედით).

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1505“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

თეგები: დასაქმება

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

ივლისი 20, 2021
779
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყანაში სამუშაოს ნაკლებობა არ არის

ივნისი 29, 2021
771
საზოგადოება

გერმანიის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ორი ქვეყანა დაასაქმებს

თებერვალი 20, 2021
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია