სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ეს უფრო იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც ვირუსის ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. ვირუსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, მუტაციები, სჭირდება, რომ უკეთ მოერგოს საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ჩვენი უჯრედებია“, – განაცხადა იმნაძემ.











