fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს 6 ერის ხელმძღვანელობასთან! – გიორგი გახარია მორაგბეებს შეხვდა

23:43 სექტემბერი 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
829
ნახვა

მთავრობის მხარდაჭერით, რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და გუნდებს ყველა შესაბამისი პირობა აქვთ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ თითქმის ყველა მიმართულებით შექმნა კრიზისი და მათ შორის, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა რაგბის სფეროშიც. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და მათი მოგვარება  ერთობლივი ძალებით გახდა შესაძლებელი. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერისა და რაგბის კავშირის ძალისხმევის შედეგად, დღეს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველა შესაბამისი პირობა არსებობს, რომ საქართველოს გუნდებმა მშვიდად გააგრძელონ ვარჯიში, აქტიურად მოემზადონ საქართველოს ჩემპიონატსა და სხვა თამაშებში საუკეთესო შედეგების საჩვენებლად.

„საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა, არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, მომავალი თაობების სათანადო მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შევქმნათ. სწორედ ამას ისახავს მიზნად წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ რაგბის განსაკუთრებული ხელშეწყობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ როლზე, რომლის ინვესტიციებით არაერთი მოედანი თუ კომპლექსი აშენდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას და არაერთი წარმატების მიღწევას.

საუბარი შეეხო საქართველოს შანსს, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „8 ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თეგები: გიორგი გახარიარაგბი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია