საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებთან გამართულ მატში დამარცხდა. ანგარიში 1-2-ით დასრულდა. მაყურებელი შეხვედრას არ ესწრებოდა.
თამაშის პირველი ნახევარი სტუმრების უპირატესობით დასრულდა, ანგარიშით 0:1. 64-ე წუთზე კი ვალერი ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 86-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ.
ყვითელი ბარათების გამო შეხვედრა მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ გამოტოვეს. კორონავირუსის გამო გუნდს კვლავ ვერ დაეხმარნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.
სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები მესამე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.








