უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდ. მაკედონიას შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში მე-11 თერთმეტმეტრიანი დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა. 33-ე წუთზე კი სტეფან რისტოვსკიმ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში 64-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა ჯაბა კანკავასთან უხეშობის გამო სტუმართა გუნდის ფეხბურთელი ვისარ მუსლიუ მოედნიდან გააძევა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს და მატჩი ფრედ დასრულდა.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის ქვე-ჯგუფში ჩრდ. მაკედონიასთან ერთად 4 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.











