საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით ხვალ უყრის კენჭს.
„პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას. ინიცირდება პარალელურად საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაფუძნებულია ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, 136 ხმით 5 წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.










