fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პარლამენტი შეშფოთებულია რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით – ნიკოლოზ სამხარაძე

14:10 აპრილი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
809
ნახვა

ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე საკმაოდ სახიფათო მოვლენებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, რასაც ბოლო პერიოდში ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზება დაემატა. ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, ნათლად ვხედავთ რუსეთის ჩვეულ და ძალიან სახიფათო ქცევას, რაც მდგომარეობს კონფლიქტის უკიდურესად დაძაბვისა და ესკალაციისას.

საქართველოს და უკრაინას მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ და აგრეთვე საერთო სამომავლო ხედვები აქვთ. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე კარგი გამოხატულებაა სტრატეგიული მიზნების ერთობლივი განხორციელება, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენს მეგობარ უკრაინას და ჩვენს კოლეგებს რადაში, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვუდასტურებთ სოლიდარობას და მზაობას ვიყოთ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და მათი დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის. რუსეთის ქმედებები და მისი პოლიტიკა მეზობლების მიმართ საფრთხის შემცვლელია არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაღრმავებას ნატო-სა და უკრაინას შორის, ვემხრობით შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდის ჩართულობას, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტად მიგვაჩნია. ასევე, მოვუწოდებთ ნატო-ს დააჩქაროს საქართველოს და უკრაინის ალიანსის მიღების პროცესი. უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გააგრძელოს საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობისა და მათი სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

თეგები: ნიკოლოზ სამხარაძერუსეთ-უკრაინა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მალტურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება ​აღმოგვიჩინონ ​დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო – ნიკოლოზ სამხარაძე

ნოემბერი 27, 2021
778
პოლიტიკა

ნინო ლომჯარიას მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს სიტყვა „ლეგიტიმაცია” – ნიკოლოზ სამხარაძე

ნოემბერი 24, 2021
816
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს „ქართული ოცნება“

სექტემბერი 24, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია