fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პორტუგალიაში ფრანსიშკუ ანდრეს შეხვდა

18:50 ოქტომბერი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებში, ფრანსიშკუ ანდრეს შეხვნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში, გიორგი მირცხულავა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კავშირების გაღრმავებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის აქტიურ მხარდაჭერას, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, „ასოცირებული სამეულის“ მისწრაფებებსა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებიან. დაგეგმილია შეხვედრები პორტუგალიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ედიტე ესტრელასთან; ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლუიშ კაპულას სანტოსთან; პორტუგალიის პარლამენტში სოციალისტური პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, ლარა მარტინოსთან და საგარეო საქმეთა კოორდინატორთან, პაულო პისკოსთან; ეუთოში პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციის წევრთან, ლუიშ გრასასთან და საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სუსანა ამადორთან.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის საკითხებში გენერალურ დირექტორს, მადალენა ფიშერს ასევე, ევროპის საქმეთა საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, მარია ჟოაო და სილვეირა ბოტელიოს შეხვდებიან.

ვიზიტის მიზანია საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და პორტუგალიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოება და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით დაგეგმილია დისკუსია თემაზე: „გლობალური ევროპა და მისი აღმოსავლეთ სამეზობლო: რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი?“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტარების მონაწილეობით გაიმართება მსჯელობა ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, ახალი გლობალური ევროპის კონცეფციაზე, დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, „ასოცირებული სამეულის“ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ასევე, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია