fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

12:40 თებერვალი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების გენერალურ კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდ პანდემიის გავლენა დემოკრატიაზე და არჩევნებზე.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოში, მონტენეგროში, აშშ-ში, ყაზახეთში და ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები.

„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო გათვალისწინებული. მისასალმებელია, რომ არჩევნები გაიმართა იმ კანონმდელობით, რომელზეც სრულიად ოპოზიციური სპექტრი იყო შეთანხმებული“, განაცხადა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა . სიტყვით გამოსვლისას იგი ასევე, მიესალმა ახალ საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული ქვოტის შემოღებას. მომხსენებლის განცხადებითვე, ეუთო/ოდირს   აქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებისთვისაც ისინი მზად არიან საქართველოს დაეხმარონ.

ანგარიშების წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე, დებატები გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების პოზიტიურად შეფასებისთვის.

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით,  საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილ რეკომენდაციებს ამუშავებს, რის შემდგომაც, მარტში უკვე კანონპროექტის ინიცირება მოხდება. სამწუხაროა, რომ, ოპოზიციის ნაწილი დღემდე ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას, რაც ვნებს საქარველოში დემოკრატიულ პროცესს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტების შემოღება დადებითად აისახება ამ პროცესში. მაკა ბოჭორიშვილმა, დელეგაციის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად.

თეგები: ეუთო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მადლობა ეუთოს ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის – ღარიბაშვილი

ივნისი 15, 2021
774
პოლიტიკა

ODIHR – არჩევნებზე ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო

მარტი 6, 2021
930
პოლიტიკა

პარლამენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეუთო/ოდირში გაგზავნის

მარტი 4, 2021
779

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია