საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-8 ტურის მატჩში შვეიცარიასთან დამარცხდა.
შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ჩვენმა გუნდმა სტუმრებისგან სამი უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ნაკრების კარში გოლები ნდოიემ, ზექირიმ და პუშიჩიმ გაიტანეს.
ვასილ მაისურაძის გუნდი შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს 13 ოქტომბერს აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.











