fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

17:00 სექტემბერი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
759
ნახვა

მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

„მინდა, მივესალმო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მიხარია, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა სტუმრობს დღეს თბილისს. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებას და განვითარებას მოუტანს სომხეთს და სომეხ ხალხს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისში სტუმრობა კარგი შესაძლებლობაა რეგიონული და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხების განსახილველად.

„ღრმადპატივცემულო ბატონო პრემიერო, უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა საქართველოს დედაქალაქ თბილისში სტუმრობა, ვინაიდან ეს კარგი შესაძლებლობაა, შევხვდე კარგ მეგობრებს, განვიხილოთ რეგიონული და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას და მთავრობებს შორის არის მჭიდრო ურთიერთობები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს და გააუმჯობესებს ამ ურთიერთობების ხარისხს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად გაგრძელდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში.

მხარეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ მედიაციაზე ისაუბრეს, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სერენ პაპიკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთს რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ხოლო, საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია