fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პრემიერმინისტრი ოპოზიციური ლიდერის დაკავების გამო გადადგა – უცხოური მედია გახარიაზე წერს

19:59 თებერვალი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.7k
ნახვა

საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს“, –  საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს Reuters-ი სწორედ ამ სათაურით ეხმაურება.

„გახარიას განცხადებით, მელიას დაპატიმრება მიუღებელია, თუ ის ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციას გაზრდას ხელს შეუწყობს“,- წერს Reuters-ი.

Reuters-ს მოყვანილი აქვს ნიკა მელიას განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი.

„მელია აცხადებს, რომ მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს“, – აღნიშნავს Reuters-ი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიას თქმით, მან ნიკა მელიას საქმეზე თავის გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია“,- წერს DW.

DW აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა უფრო გააღრმავა  ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა.

DW-ს მოყვანილი აქვს გიორგი გახარიას განცხადებიდან ამონარიდები, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს ეს ნაბიჯი ქვეყანის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციას შეამცირებს.

„გახარიას განცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“,- აღნიშნავს DW.

DW  წერს, რომ ოპოზიციური პარტიები  გახარიას რუსეთთან მჭიდრო კავშირის ქონაში ადანაშაულებენ და მას „მოსკოვის კაცს“ უწოდებენ.

Euronews-ი იუწყება, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ ოპოზიციონერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

„პრემიერმა სასამართლოს გადაწყვეტილება, ოპოზოციური პარტიის ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით,  გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა, შესაძლა, ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაცია გამოიწვიოს“,- აღნიშნავს Euronews-ი.

Euronews-ი წერს, რომ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  საქართველო პოლიტიკური კრიზისის შუაგულში იმყოფება. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.

„მელიას დაკავება, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გააუარესებს“,- წერს Euronews-ი.

გიორგი გახარიას გადადგომას US News-იც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას მხარდამჭერები გიორგი გახარიას გადადგომას ოვაციებით შეხვდნენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური ლიდერის დაკავების გამო გადადგა“,- ასე გამოეხმაურა AP გიორგი გახარიას გადადგომას.

„მელიამ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება დასაფასებელია. თუმცა, ის ვერ შეაჩერებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას. მელიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა“,- წერს AP.

AP აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48%-ი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი 27%-ი.

Aljazeera წერს, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. გამოცემა იუწყება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.

„ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ოლიგარქი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს“, -წერს გამოცემა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: გიორგი გახარიასაერთაშორისო მედია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია