საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.











