fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში რომის პაპთან აუდიენცია გამართა

20:10 ივნისი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

პრეზიდენტის ვიზიტით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ვატიკანთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვატიკანთან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთობები გაღრმავდეს და განმტკიცდეს.

პრეზიდენტმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მედიაციის მნიშვნელობას. საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიალოგის გარეშე კონფლიქტების დაძლევა და სიტუაციის დეესკალაცია შეუძლებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რომელზეც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლის განვითარების შესაძლებლობებიც გაიხსნა კულტურასა და განათლებაში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შედეგად.

საუბარი შეეხო ბავშვთა ონკოლოგიის საკითხებს, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფომ მზაობა გამოხატა, რაც საქართველოსათვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პატარა ქვეყნების როლზე და მათი გაძლიერების მნიშვნელობაზე, რადგან პატარა ქვეყნებს ცალ-ცალკე არ შესწევთ ძალა, რომ მსგავს გლობალურ თემებთან დაკავშირებით გაიტანოთ საკუთარი ხმა და პოზიცია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკითხი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი.

თეგები: სალომე ზურაბიშვილიფრანცისკე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

დეკემბერი 8, 2021
793
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

ნოემბერი 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

ოქტომბერი 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია