საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეისი გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ემატება.
„გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










