„საქართველოს რკინიგზა“ შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება.
როგორც “საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრებს გიდი, გიორგი კალანდია მოემსახურება.
„პირველი გზამკვლევი გიორგი კალანდია იქნება. 21 ივლისს, მატარებელში იქნება გადაღების პროცესი. გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო რგოლს მოამზადებს. ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ”, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.











