ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს ასცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
„ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა.”,-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: თეა შონია










