საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, ხვალ 17 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე იაკობი სახალხო დამცველს შეხვდება.
„ხვალ, 2021 წლის 17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის.”, – ნათქვამია ინფორმაციაში.










