სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 2021 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან დაარსდა ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ქართველოლოგიის კვლევით ცენტრს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო უხელმძღვანელებს.
“უწმიდესისა და უნეტარესის გადაწყვეტილებით, ცენტრს უხელმძღვანელებენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი“, – ნათვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











