„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა, თუმცა ყველა კოალიციაში არსებობს წამყვანი ძალა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იბრძვის და ეს გასაგებია რატომ. ამის შემდეგ, რომ იქნება ფართოსაზოგადოებრივი ინტერესების ამსახველი მთავრობა, შეუძლებელია ამის განხორციელება, თუ არ არის ეს მთავრობა კოალიციური.
საქართველოს ნამდვილად სჭირდება კოალიციური მთავრობა, მაგრამ ყველა კოალიციაში არის მთავარი ძალა და არიან მოკავშირეები, რომლებიც ამ ძალას უერთდებიან”, – აღნიშნა ვაშაძემ.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პარტულ კოალიციას ვერ ხედავს.











