საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 11-მეტრიანთა სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მეორედ ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, 11-მეტრიანთა სერიაში კი 5:4 „გაგრამ“ გაიმარჯვა.
55-ე წუთზე „სამგურალი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მას შემდეგ რაც მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა მოედნიდან თედო კიკაბიძე გააძევა.











