fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ მასშტაბურ წვრთნაში Sea Breeze 2021 მონაწილეობს

13:50 ივნისი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 ოდესაში ოფიციალურად გაიხსნა.

საერთაშორისო წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.

სწავლება მასშტაბურია და უკრაინაში რამდენიმე რეგიონს მოიცავს. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ჰერსონის რეგიონში საველე წვრთნებშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მონაწილეობს. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი, ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბშია წარმოდგენილი.

SEA BREEZE 2021-ში ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ორი სადარაჯო ხომალდითაა ჩართული. ხომალდების – „დიოსკურიასა” და „ოჩამჩირეს” ეკიპაჟების გარდა მრავალეროვნულ წვრთნებში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მონაწილეობენ. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოფიცრები ოდესაში საზღვაო შტაბშიც არიან წარმოდგენილი.

აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწას, ასევე საზღვაო უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაძლიერებას რეგიონში. წლევანდელი სწავლება ყველაზე მასშტაბურია. სწავლების თეატრი უკრაინის სხვადასხვა რეგიონშია გაშლილი და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000 წარმომადგენელი მონაწილეობს. საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი.

SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. საერთაშორისო წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2001 წლიდან მონაწილეობენ.

თეგები: Sea Breeze 2021თავდაცვის ძალები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩემთვის დიდი პატივი იყო მეხელმძღვანელა თავდაცვის სამინისტროსთვის და მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის

სექტემბერი 9, 2021
766
საზოგადოება

თავდაცვის ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია მიმდინარეობს

ივლისი 29, 2021
779
საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძლიერი ძალები ჰყავს – სალომე ზურაბიშვილი

ივლისი 9, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია