საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ, ამირან გამყრელიძეს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობები, ასევე ისაუბრეს ეპიდემიის პირობებში ეროვნული საზოგადოების სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობაზე.
„შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კრიზისის პირობებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეების, სათავო ოფისისა და ქვეყნის მასშტაბით 39 რეგიონული ფილიალის მობილიზებით ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომლის უპირველესი მიზანი კორონავისურის გავრცელების პრევენციაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











