საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მიმდინარე წლის მაისში, ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.











