საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება 1 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბიმ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თავდაპირველად, შეხვედრა 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადაიდო.
ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები შეხვედრაზე დასწრებას.











