დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 1 038 მძიმე კოვიდინფიცირებულია. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მძიმე პაციენტებიდან 466 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 721.











