საქართველოში 1 123 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – ინფორმაციას ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 158, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში -51, იმერეთში – 48.
3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 – თბილისში,1 858- აჭარაში, 409-იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











