ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კოვიდცენტრებში 836 პაციენტი მკურნალობს.
„კოვიდ ცენტრებსა და სასტუმროებში მკურნალობენ და მეთვალყურეობენ 1981 პაციენტს. მათგან, 836 კოვიდცენტრებშია მოთავსებული, ხოლო 1 145 კოვიდპაციენტი სასტუმრო ჰოსპიტალში მკურნალობს. 14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა., 80-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება,“- განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეს, ქვეყანაში 196 კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.











