დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 1678 სამედიცინო პერსონალი.
„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსივობით ინფიცირდება ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეს დილისთვის გვყავდა 90. სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. დღეისთვის ჩვენ გვყავს 1 678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2 პროცენტია.
ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო, არამედ საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებში, რადგან ქვეყანაში ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელება გვაქვს.
ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლს კიდევ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, რათა მაქსიმალურად დავიცავთ სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.











