ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437 – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714;
მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25.
2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 868, აჭარაში-2 059.
სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში – 10 245, იმერეთში – 3 861“ – განაცხადა სიჭინავამ.











