ამ მომენტისთვის ჩვენ 445 თავისუფალი საწოლი გვაქვს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განადცხადა.
ცნობისთვის, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 911-ია. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში. მათ შორის 1 224 – თბილისში, 1 788 – აჭარაში, 422 – იმერეთში.
15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.











