ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 101-ია. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის საავადმყოფოებში – 1 020, აჭარაში – 179, იმერეთში – 463.
„მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში – 215, აჭარაში – 44, იმერეთში – 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში – 95, აჭარაში- 5, იმერეთში – 18. 294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 116 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 216, ხოლო აჭარაში – 144.
სულ 6 ოქტომბრიდან – 6 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 609 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 277 პირი, აჭარაში – 788, იმერეთში – 1 545,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











