2019-2020 წლებში საქართველოში პედაგოგების ერთჯერად ფულად ჯილდოებზე ბიუჯეტიდან 75,9 მლნ ლარი გაიცა.
საპენსიო ასაკის 1 917 საჯარო სკოლის 8 426-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, მათ შორის იმერეთის რეგიონის 1 345-მა პედაგოგმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის დასაწყისში მიიღეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით.
„აღნიშნული ემსახურებოდა სასკოლო განათლების სისტემის გაუმჯობესებას და თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოებას. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითი გახდა
გლობალური პანდემიის პერიოდი, როცა ზოგადი განათლების სისტემამ შეძლო ეპასუხა ახალი გამოწვევებისთვის“, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.











