საქართველოში ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 376, აჭარაში – 72, იმერეთში – 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 10, იმერეთში – 34, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 197, აჭარაში – 44, ხოლო იმერეთში – 8. სულ 6 ოქტომბრიდან – 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 432 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 1 942, იმერეთში – 2 552“ – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











