ამ ეტაპზე, ვაქცინაციის მსურველი 74 250 ადამიანია, ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას, 69 012 ადამიანს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. 31 378 ადამიანს – „მოდერნას“ ვაქცინით.
14 725 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8929-ს კი „ჯონსონი და ჯონსონის”. „სინოფრმით“ აცრის სურვილი 7481- მა ადამიანმა გამოთქვა, 6032 მოქალაქეს „ნოვოვაქსი“ აცრა სურს, 1173-ს კი „სინოვაკით“.
„გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.











