„საპარლამენტო არჩევნები უკვე შეაფასა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორ ეუთომ, ასევე ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ, მოვისმინეთ ევროკომისიის შეფასებაც. ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ გარემოში”, ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
“იყო ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას. ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომ დაწყებულია საარჩევნო კანონმდობლებაზე მუშაობა. იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.











