საქართველოში Covid-19-ით კიდევ 12 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად 1085-ს შეადგენს. აქედან, გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი. დღეს კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5724 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 247, ხოლო გარდაცვლილია 16.











