საქართველოში Covid-19-ით კიდევ 24 ადამიანი დაინფიცირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1073-ს შეადგენს.
აქედან, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 275, ხოლო გარდაცვლილია 16.











