საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.
გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია და ის ე.წ “ეროვნული ბანკის” კლასტერიდანაა.
პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 851 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 701 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.











