პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში პანდემიის მხრივ სტაბილუროაბ შინიშნება, რაც გატარებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია, თუმცა დღეში 1 500 ინფიცირებული მაინც მაღალია.
„დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირების, რაც რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიების ფარგლებში, რაც 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











