დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და, რა თქმა უნდა, ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რთული იქნება ასევე პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალ ოთხ თვეში.
„კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა ჩვენ მიმართ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, როგორიც გვაქვს ქვეყანაში, ის იძლევა საშუალებას? ჩემი პასუხი ამაზე ნათელი იყო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და, რა თქმა უნდა, ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს. მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, რადგან დღეს გლობალურად ხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იმატებს, გასაგებია, რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე ხდება ეს, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არ მშვიდდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.











