გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 29-30 სექტემბერს მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.











