ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2754 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 39773-ს პაციენტს შეადგენს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.











