10 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 1143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 617 პირი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 452 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 3894 პაციენტი.











