ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1286 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 387481 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1701 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 365019-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული პირი გარდაიცვალა.











