საქართველოში COVID19-ის 182 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
მონაცემები stopcov.ge ზე უკვე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.











