საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 908 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და 761 გახდა.
ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი.
ამასთან ქვეყანაში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.











