საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 469 ადამიანი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 19 პაციენტი, ამის შესახებ ინფორმაცია stop.cov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18015, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11021, PCR ტესტით – 6994.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,2%, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,4%











