საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8696-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 50 ადამიანი.











